და დე დი დო დრ დღ
დრო

დროშა სახელმწიფო (საქართველოსი)

მართკუთხა თეთრი ფერის ქსოვილი, რომლის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია დროშის ოთხივე გვერდთან დაკავშირებული სწორკუთხა წითელი. ფერის დიდი ჯვარი; ჯვრის ვერტიკალურ-ჰორიზონტალური მკლავებით გამოყოფილ ოთხკუთხედებში გამოსახულია ოთხი იმავე ფერის, ბოლნურ-კაცხური ჯვარი. საქართველოს სახელმწიფო დროშა მუდმივად აღიმართება: საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის შენობაზე, საქართველოს პარლამენტის შენობაზე, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების შენობაზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შენობაზე, საქართველოს ეროვნული ბანკის შენობაზე, საქართველოს კონტროლის პალატის: შენობაზე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის შენობაზე, საქართველოს გენერალური პროკურატურის შენობაზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაზე, სხვა ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების შენობებზე, აგრეთვე იმ შენობებზე, სადაც ტარდება ამ ორგანოთა სესიები – სესიების მთელ პერიოდში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების, საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების შენობებზე, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა შენობებზე, აგრეთვე იმ შენობებზე, სადაც ტარდება ამ ორგანოთა სხდომები – სხდომების მთელ პერიოდში, საზღვარგარეთ არსებული საქართველოს საელჩოებისა და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებსა და საზღვაო გემებსა და საზღვაო მიმოსვლის სხვა საშუალებებზე, რომელთა მიწერის ადგილი საქართველოს ტერიტორიაა. (საქართველოს ორგანული კანონი სახელმწიფო დროშის შესახებ”, მუხ. 3)
Source: განმარტებითი ლექსიკონი საჯარო მოსამსახურეთათვის : სამაგიდო წიგნი / [ავტ. კოლ.: კახა დემეტრაშვილი, ვაჟა გურგენიძე, ნოდარ ხადური და სხვ.] ; საქ. პარლამენტი, გაეროს განვითარების პროგრამა. - [თბ., 2007]. - 215 გვ. ; 20 სმ.см.. - (საჯარო მოსამსახურის ბიბლიოთეკა : მოხელე და კანონმდებლობა / გაეროს განვით. პროგრ. და საქ. პარლამენტის პროექტი "საქ. პარლამენტის საქმიანობის ეფექტიანობისა და ტრანსპარენტობის გაუმჯობესება")
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9