პირი, რომლის მიმართ არსებობს გონივრული ეჭვის საფუძველი, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული, მაგრამ ამგვარი ეჭვი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ პირის მიმართ წაყენებულ იქნეს ბრალდება. პირი ეჭვმიტანილად ითელება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დაკავებისთანავე ან პირის ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ დადგენილების გამოტანისთანავე. (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხ. 44)
Source: განმარტებითი ლექსიკონი საჯარო მოსამსახურეთათვის : სამაგიდო წიგნი / [ავტ. კოლ.: კახა დემეტრაშვილი, ვაჟა გურგენიძე, ნოდარ ხადური და სხვ.] ; საქ. პარლამენტი, გაეროს განვითარების პროგრამა. - [თბ., 2007]. - 215 გვ. ; 20 სმ.см.. - (საჯარო მოსამსახურის ბიბლიოთეკა : მოხელე და კანონმდებლობა / გაეროს განვით. პროგრ. და საქ. პარლამენტის პროექტი "საქ. პარლამენტის საქმიანობის ეფექტიანობისა და ტრანსპარენტობის გაუმჯობესება")