კანონის საფუძველზე საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის დანიშნულებაა საერთო სასამართლოების სისტემის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტების მიზნით უზრუნველყოს მოსამართლედ გასამწესებელი პირის – იუსტიციის მსმენლის პროფესიული მომზადება. სკოლის ფუნქციას წარმოადგენს უზრუნველყოს იუსტიციის მსმენლის თეორიული ცოდნის გაღრმავება და პრაქტიკული მუშაობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავება, აგრეთვე იუსტიციის მსმენლის მიერ მომავალი პასუხისმგებლობის და კანონით დადგენილ ფარგლებში მოქმედების თავისუფლების შეცნობა, ხელი შეუწყოს იუსტიციის მსმენლის თანდათანობით ინტეგრაციას იმ სოციალურ გარემოში, რომელშიც მას, როგორც მოსამართლეს, მომავალში მოუწევს საქმიანობა. სკოლის დანიშნულებაა ასევე მოქმედი მოსამართლის პროფესიული სრულყოფის მიზნით მისი გადამზადება. (საქართველოს კანონი “იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ”, მუხ. 1)
Source: განმარტებითი ლექსიკონი საჯარო მოსამსახურეთათვის : სამაგიდო წიგნი / [ავტ. კოლ.: კახა დემეტრაშვილი, ვაჟა გურგენიძე, ნოდარ ხადური და სხვ.] ; საქ. პარლამენტი, გაეროს განვითარების პროგრამა. - [თბ., 2007]. - 215 გვ. ; 20 სმ.см.. - (საჯარო მოსამსახურის ბიბლიოთეკა : მოხელე და კანონმდებლობა / გაეროს განვით. პროგრ. და საქ. პარლამენტის პროექტი "საქ. პარლამენტის საქმიანობის ეფექტიანობისა და ტრანსპარენტობის გაუმჯობესება")