კა კი კლ კო კრ კუ
კოდ კომ კონ კოო კორ

კომისიონერი

პირი, რომელიც საქონლის ან უფლებების რეალიზაციის ურთიერთობებში გამოდის საკუთარი სახელით, ოღონდ სხვისი ხარჯით. კომისიონერი ანგარიშვალდებულია იმ საწარმოს წინაშე, რომლისთვისაც იგი მოქმედებს: ვალდებულია შეთანხმებულ ვადებში, ხოლო თუ შეთანხმება არ არსებობს - ყოველი კვარტლის ბოლოს, კერძოდ კვარტალის დამთავრებიდან ათი დღის ვადაში, წერილობით წარუდგინოს საწარმოს ცნობები ყოველი შესრულებული საქმის შესახებ და პროვიზიის (მომსახურების საზღაური) ან კომისიის (კომისიონერის საზღაური) ანგარიში. (საქართველოს კანონი “მეწარმეთა შესახებ”, მუხ. 11)
Source: განმარტებითი ლექსიკონი საჯარო მოსამსახურეთათვის : სამაგიდო წიგნი / [ავტ. კოლ.: კახა დემეტრაშვილი, ვაჟა გურგენიძე, ნოდარ ხადური და სხვ.] ; საქ. პარლამენტი, გაეროს განვითარების პროგრამა. - [თბ., 2007]. - 215 გვ. ; 20 სმ.см.. - (საჯარო მოსამსახურის ბიბლიოთეკა : მოხელე და კანონმდებლობა / გაეროს განვით. პროგრ. და საქ. პარლამენტის პროექტი "საქ. პარლამენტის საქმიანობის ეფექტიანობისა და ტრანსპარენტობის გაუმჯობესება")
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9