ლა ლე ლი ლო ლტ ლუ
ლიზ ლიც

ლიზინგი

ლიზინგის საგნის გამცემის მიერ შემდგომში - გამცემი) ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ლიზინგის საგნის მესაკუთრისაგან ან მწარმოებლისაგან ლიზინგის საგნის შეძენა (ან მისი დამზადება) ლიზინგის საგნის მიმღებისათვის (შემდგომში - მიმღები) დროებით ფასიან სარგებლობაში გადაცემის მიზნით, მისი გამოსყიდვის უფლებით ან ვალდებულებით. ლიზინგის სახეებია: პირდაპირი ლიზინგი, როდესაც გამცემი თვითონ არის ლიზინგის საგნის მესაკუთრე ან მწარმოებელი, კომპენსაციური ლიზინგი, როდესაც მიმღები ლიზინგის საზღაურს იხდის პროდუქციით (საქონელი, სამუშაო, მომსახურება),სერვისული ლიზინგი, როდესაც ლიზინგის ხელშეკრულება ითვალისწინებს გამცემის ან მის მიერ მოწვეული პირის მიერ ლიზინგის საგნის მართვას, დაზღვევას, საგარანტიო მომსახურებას, რემონტს და ა.შ., სუფთა ლიზინგი, როდესაც ლიზინგის ხელშეკრულება არ ითვალისწინებს გამცემის მიერ ლიზინგის საგნის რაიმე სახით მომსახურებას. (საქართველოს კანონი “სალიზინგო საქმიანობის ხელშეწყობის შესახებ” მუხ. 1, 2)
Source: განმარტებითი ლექსიკონი საჯარო მოსამსახურეთათვის : სამაგიდო წიგნი / [ავტ. კოლ.: კახა დემეტრაშვილი, ვაჟა გურგენიძე, ნოდარ ხადური და სხვ.] ; საქ. პარლამენტი, გაეროს განვითარების პროგრამა. - [თბ., 2007]. - 215 გვ. ; 20 სმ.см.. - (საჯარო მოსამსახურის ბიბლიოთეკა : მოხელე და კანონმდებლობა / გაეროს განვით. პროგრ. და საქ. პარლამენტის პროექტი "საქ. პარლამენტის საქმიანობის ეფექტიანობისა და ტრანსპარენტობის გაუმჯობესება")
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9