უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან/და საგანმანათლებლო პროგრამის სტატუსის (სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატის გაცემის უფლების) დადგენის პროცედურა. ამ პროცედურას ახორციელებს სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახური სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებთან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (ინსტიტუციური აკრედიტაცია) ან/და საგანმანათლებლო პროგრამის (პროგრამული აკრედიტაცია) შესაბამისობის დადგენით. (საქართველოს კანონი “უმაღლესი განათლების შესახებ", მუხ. 2_)
Source: განმარტებითი ლექსიკონი საჯარო მოსამსახურეთათვის : სამაგიდო წიგნი / [ავტ. კოლ.: კახა დემეტრაშვილი, ვაჟა გურგენიძე, ნოდარ ხადური და სხვ.] ; საქ. პარლამენტი, გაეროს განვითარების პროგრამა. - [თბ., 2007]. - 215 გვ. ; 20 სმ.см.. - (საჯარო მოსამსახურის ბიბლიოთეკა : მოხელე და კანონმდებლობა / გაეროს განვით. პროგრ. და საქ. პარლამენტის პროექტი "საქ. პარლამენტის საქმიანობის ეფექტიანობისა და ტრანსპარენტობის გაუმჯობესება")