ჰიფსომეტრიული სიმაღლის მიხედვით, დასახლებული ტერიტორია, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე და მის ზევით, მაგრამ სხვადასხვა პარამეტრების (მთის ფერდობების და ზეგნების დახრილობა, გეოგრაფიული მდებარეობა, ბუნებრივი გარემო, ეთნოგრაფიული და ეკონომიკური თავისებურებები, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სიმცირე და სიმწირე. დემოგრაფიული ტევადობა, გამწვავებული მიგრაციული პროცესები, დაცლილი ტერიტორიების ეკონომიკური თვალსაზრისით დაკარგვის საფრთხე) გათვალისწინებით მისი ქვედა ზღვარი კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე განლაგებულ რაიონებში და აჭარა გურიის მთიანეთში მცირდება 1000 მეტრამდე (გამონაკლის შემთხვევაში - 800 მეტრამდეც კი), ხოლო სამხრეთ საქართველოს მთიან რაიონებში რჩება 1500 მეტრი. ჰიფსომეტრიული სიმაღლის მიუხედავად “მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება მთლიანად მხოლოდ მთიულეთზე და გუდამაყრის ხეობაზე, ფშავ-ხევსურეთზე და თუშეთზე, რომლებიც დემოგრაფიული რეაბილიტაციის მწვავე ზონებად ითვლება. (საქართველოს კანონი “მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ”, მუხ. 4, 5)
Source: განმარტებითი ლექსიკონი საჯარო მოსამსახურეთათვის : სამაგიდო წიგნი / [ავტ. კოლ.: კახა დემეტრაშვილი, ვაჟა გურგენიძე, ნოდარ ხადური და სხვ.] ; საქ. პარლამენტი, გაეროს განვითარების პროგრამა. - [თბ., 2007]. - 215 გვ. ; 20 სმ.см.. - (საჯარო მოსამსახურის ბიბლიოთეკა : მოხელე და კანონმდებლობა / გაეროს განვით. პროგრ. და საქ. პარლამენტის პროექტი "საქ. პარლამენტის საქმიანობის ეფექტიანობისა და ტრანსპარენტობის გაუმჯობესება")