ნა ნდ ნე ნო
ნდო

ნდობის ჯგუფი

საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების სპეციალური პროგრამებისა და საიდუმლო საქმიანობის საბიუჯეტო კონტროლის მიზნით საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრთაგან შექმნილი ჯგუფი. ნდობის ჯგუფი შედგება 5 წევრისაგან, რომელთაგან ერთი არის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ორი – უმრავლესობის წევრი, ერთი – მაჟორიტარული წესით არჩეულ პარლამენტის წევრთა შეთანხმებით წარდგენილი მაჟორიტარი პარლამენტის წევრი და ერთი – იმ ფრაქციის წევრი, რომელიც შედგება საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო ზღურბლგადალახული პარტიის/საარჩევნო ბლოკის პარტიული სიით არჩეული პარლამენტის წევრებისაგან და არ შედის უმრავლესობის შემადგენლობაში.(საქართველოს კანონი “ნდობის ჯგუფის შესახებ”, მუხ. 2 )
Source: განმარტებითი ლექსიკონი საჯარო მოსამსახურეთათვის : სამაგიდო წიგნი / [ავტ. კოლ.: კახა დემეტრაშვილი, ვაჟა გურგენიძე, ნოდარ ხადური და სხვ.] ; საქ. პარლამენტი, გაეროს განვითარების პროგრამა. - [თბ., 2007]. - 215 გვ. ; 20 სმ.см.. - (საჯარო მოსამსახურის ბიბლიოთეკა : მოხელე და კანონმდებლობა / გაეროს განვით. პროგრ. და საქ. პარლამენტის პროექტი "საქ. პარლამენტის საქმიანობის ეფექტიანობისა და ტრანსპარენტობის გაუმჯობესება")
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9