აბ ად აე ავ აზ აკ ალ ამ ან აპ არ ას აუ აქ აღ აც აჭ ახ
ადა ადგ ადვ ადმ

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონება

ქონება, რომელსაც თვითმმართველ ერთეულს საკუთრებაში გადასცემს სახელმწიფო, ან რომელსაც თვითმმართველი ერთეული შექმნის ან შეიძენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თვითმმართველ ერთეულს საკუთრებაში გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის მქონე შემდეგი სახის ძირითადი ქონება: გზები, ხიდები, გვირაბები, ქუჩები, მიწისქვეშა გადასასვლელები, ტროტუარები, შუქნიშნები, გარე განათების კონსტრუქციები, მოედნები, სკვერები, ბულვარები, შადრევნები, პარკები, მწვანე ნარგავები და ნაპირსამაგრი ნაგებობები. (საქართველოს კანონი “ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ”, მუხ. 2) იხ. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული .
Source: განმარტებითი ლექსიკონი საჯარო მოსამსახურეთათვის : სამაგიდო წიგნი / [ავტ. კოლ.: კახა დემეტრაშვილი, ვაჟა გურგენიძე, ნოდარ ხადური და სხვ.] ; საქ. პარლამენტი, გაეროს განვითარების პროგრამა. - [თბ., 2007]. - 215 გვ. ; 20 სმ.см.. - (საჯარო მოსამსახურის ბიბლიოთეკა : მოხელე და კანონმდებლობა / გაეროს განვით. პროგრ. და საქ. პარლამენტის პროექტი "საქ. პარლამენტის საქმიანობის ეფექტიანობისა და ტრანსპარენტობის გაუმჯობესება")
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9