პა პე პი პლ პო პრ
პირ

პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა

დროებითი, საგანგებო ღონისძიება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საკრებულოს დათხოვნის, საქმიანობის შეჩერების, მისი უფლებამოსილების ვადამდე “შეწყვეტის ან საქართველოს კანონით დადგენილი წესით საკრებულოს აურჩევლობის შემთხვევაში, მოსახლეობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, უზრუნველყოფს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში სახელმწიფო ინტერესების დაცვასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტას. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღება ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. (საქართველოს კანონი “პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შესახებ”, მუხ. 1)
Source: განმარტებითი ლექსიკონი საჯარო მოსამსახურეთათვის : სამაგიდო წიგნი / [ავტ. კოლ.: კახა დემეტრაშვილი, ვაჟა გურგენიძე, ნოდარ ხადური და სხვ.] ; საქ. პარლამენტი, გაეროს განვითარების პროგრამა. - [თბ., 2007]. - 215 გვ. ; 20 სმ.см.. - (საჯარო მოსამსახურის ბიბლიოთეკა : მოხელე და კანონმდებლობა / გაეროს განვით. პროგრ. და საქ. პარლამენტის პროექტი "საქ. პარლამენტის საქმიანობის ეფექტიანობისა და ტრანსპარენტობის გაუმჯობესება")
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9