პა პე პი პლ პო პრ
პრე პრი პრო

პროკურორი

გენერალური პროკურორი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილე, უფროსი თანაშემწე და თანაშემწე, ავტონომიური რესპუბლიკის, ქ. თბილისის, საოლქო, რაიონული (საქალაქო), სპეციალიზებული პროკურატურის პროკურორი, საგანგებო მნიშვნელობის საქმეთა პროკურორი, უფროსი პროკურორი და პროკურორი, პროკურორ-კრიმინალისტი, პროკურორ-სტაჟიორი, აგრეთვე პროკურატურის იმ დეპარტამენტის, სამმართველოს, განყოფილების და მათთან გათანაბრებული სტრუქტურული დანაყოფის უფროსი და მისი მოადგილე, რომელიც უშუალოდ ახორციელებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფუნქციებს, ასევე ცალკეულ შემთხვევაში პროკურატურის ის მუშაკი, რომელიც უშუალოდ არ ახორციელებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფუნქციებს, მაგრამ ჩაბარებული აქვს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა და გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვს პროკურორის უფლებამოსილება. (საქართველოს ორგანული კანონი “პროკურატურის შესახებ”, მუხ. 49)
Source: განმარტებითი ლექსიკონი საჯარო მოსამსახურეთათვის : სამაგიდო წიგნი / [ავტ. კოლ.: კახა დემეტრაშვილი, ვაჟა გურგენიძე, ნოდარ ხადური და სხვ.] ; საქ. პარლამენტი, გაეროს განვითარების პროგრამა. - [თბ., 2007]. - 215 გვ. ; 20 სმ.см.. - (საჯარო მოსამსახურის ბიბლიოთეკა : მოხელე და კანონმდებლობა / გაეროს განვით. პროგრ. და საქ. პარლამენტის პროექტი "საქ. პარლამენტის საქმიანობის ეფექტიანობისა და ტრანსპარენტობის გაუმჯობესება")
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9