უძრავ ნივთებზე საკუთრებისა და სხვა სანივთო უფლებების, უძრავი ქონების საკადასტრო მონაცემების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 215-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ბინის მესაკუთრეთა შორის დადებული შეთანხმებების, აგრეთვე მოძრავ ნივთებზე სარგებლობის, საგარანტიო და სხვა უფლებების რეგისტრაციის მონაცემთა სისტემური ერთობლიობა, საჯარო რეესტრში შედის უძრავი ნივთების რეესტრი და მოძრავი ნივთების რეესტრი. (საქართველოს კანონი “სახელმწიფო რეესტრის შესახებ”, მუხ. 8)
Source: განმარტებითი ლექსიკონი საჯარო მოსამსახურეთათვის : სამაგიდო წიგნი / [ავტ. კოლ.: კახა დემეტრაშვილი, ვაჟა გურგენიძე, ნოდარ ხადური და სხვ.] ; საქ. პარლამენტი, გაეროს განვითარების პროგრამა. - [თბ., 2007]. - 215 გვ. ; 20 სმ.см.. - (საჯარო მოსამსახურის ბიბლიოთეკა : მოხელე და კანონმდებლობა / გაეროს განვით. პროგრ. და საქ. პარლამენტის პროექტი "საქ. პარლამენტის საქმიანობის ეფექტიანობისა და ტრანსპარენტობის გაუმჯობესება")