ინგლისში, კანადაში და ზოგიერთ ინგლისური საპატენტო სისტემის ქვეყანაში პრიორიტეტის დადგენის საშუალება. გ. წ. ა. გამოგონებაზე წინასწარი განაცხადის ფუნქციას ასრულებს. პრიორიტეტის რეგისტრაციის ეს მეთოდი გამოიყენება მაშინ, როცა ავტორს ჯერ არ დაუმთავრებია მუშაობა გამოგონებაზე და ამის გამო არ შეუძლია განაცხადის შეტანა საპატენტო უწყებაში, მაგრამ არ უნდა პირველობის დაკარგვა და ცდილობს დაასწროს სხვას.
ლათინური ამერიკის ქვეყნებში გამოგონების წინასწარი აღწერილობის საფუძველზე გაიცემა პატენტი, რომელსაც გამაფრთხილებელი პატენტი ეწოდება.