გ. ს. კ. ეყრდნობა სტრასბურგის შეთანხმებას გამოგონებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის შესახებ, რომელიც ხელმოწერილ იქნა 1971 წელს. იგი ემსახურება მთელს მსოფლიოში საპატენტო დოკუმენტების ერთგვაროვან და ერთსახა კლასიფიცირებას.
ამ კლასიფიკაციის მიხედვით ტექნოლოგიის სფერო რვა ძირითად ნაწილად, 118 კლასად, 617 ქვეკლასად და 55000-ზე მეტ ჯგუფად (აქ შედის ძირითადი ჯგუფები და ქვეჯგუფები) იყოფა. ყველა დანაყოფს თავისი შესაბამისი აღნიშვნა გააჩნია.
გ-ოსკ-ის მთავარი დანიშნულებაა საპატენტო უწყებების და სხვა მოსარგებლეთა მიერ საპატენტო დოკუმენტების მოძიების დროს ეფექტური ინსტრუმენტის როლის შესრულება. ხელის შეწყობა დოკუმენტების მოწესრიგებისას, რათა გაადვილდეს მათში ჩადებული ინფორმაციის მოძიება და გამოყენება.