7
A B C D E F G H I K L M N O P R S T U V W Z
У

გა გე გვ გლ გო გრ გუ
გად გავ გაზ გალ გამ გან გარ გას გაუ გაფ გაქ გაყ გაშ

გამოგონებათა ჯგუფის ფორმულა

გამოგონებათა ჯგუფის არსის სიტყვიერი დახასიათებისათვის გამოიყენება მრავალმუხლიანი ფორმულა. მისი ჩამოყალიბების დროს დაცული უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები:

დამოუკიდებელი მუხლები, რომლებიც ახასიათებენ ცალკეულ გამოგონებას, არ უნდა შეიცავდნენ მითითებას ფორმულაში შემავალ სხვა მუხლებზე; დამოკიდებული მუხლები უნდა დაჯგუფდეს იმ შესაბამის დამოუკიდებელ მუხლთან, რომელსაც ისინი ექვემდებარება; თუ ერთი გამოგონების ობიექტი გან კუთვნილია მეორე გამოგონების მისაღებად, განსახორციელებლად და/ან გამოსაყენებლად, მაშინ პირველ დამოუკიდებელ მუხლში მოყვანილი უნდა იქნეს იმ ობიექტის დახასიათება, რომლისთვისაც არის განკუთვნილი მეორე ობიექტი.

Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9