7
A B C D E F G H I K L M N O P R S T U V W Z
У

გა გე გვ გლ გო გრ გუ
გად გავ გაზ გალ გამ გან გარ გას გაუ გაფ გაქ გაყ გაშ

გამოგონების აღწერილობა

საპატენტო განაცხადის ძირითადი შემადგენელი ნაწილი გამოგონების ფორმულასთან ერთად. გამოგონების აღწერილობა შეიცავს გამოგონების არსის გახსნას. იგი ადასტურებს გამოგონების სამართლებრივი დაცვის ფარგლებს, რომელიც ფორმულით არის განსაზღვრული, მაგრამ დამოუკიდებელი სამართლებრივი დატვირთვა არ გააჩნია. აღწერილობა იძლევა გამოგონების გაგებისათვის აუცილებელ ინფორმაციას.

აღწერილობაში გამოგონება ისეთი სისრულით უნდა იყოს გაშუქებული, რომ მასზე დაყრდნობით საშუალო სპეციალისტმა შეძლოს ამ გამოგონების განხორციელება. თუ აღწერილობაში ინფორმაცია ასეთი სისრულით არ იქნა მოყვანილი, მაშინ გამოგონებაზე პატენტი არ გაიცემა. აღწერილობაში აღნიშნული უნდა იყოს, თუ, ტექნიკის რომელ დარგს (სპეციალური და არა ფართო გაგებით) ეხება გამოგონება; მონაცემები პროტოტიპების შესახებ, სადაც უნდა შედიოდეს ინფორმაცია ტექნიკის თანამედროვე დონის შესახებ განაცხადის წარდგენის მომენტისათვის.

აღწერილობაში საჭიროა მოყვანილი იქნეს გამოგონების გამოყენების შესაძლო შედეგები, მისი უპირატესობა პროტოტიპთან შედარებით. თუ გამოგონება ეკუთვნის პროდუქტს, მაშინ აღწერილობის ამ ნაწილში უნდა აღინიშნოს, თუ რა გზით შეიძლება მისი დამზადება და გამოყენება, ხოლო თუ გამოგონება ეხება ხერხს (პროცესს) – მისი განხორციელების შესაძლებლობა. აღწერილობაში მასალა გადმოცემული უნდა იქნეს დადგენილი რიგითობის მიხედვით.

Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9