7
A B C D E F G H I K L M N O P R S T U V W Z
У

გა გე გვ გლ გო გრ გუ
გად გავ გაზ გალ გამ გან გარ გას გაუ გაფ გაქ გაყ გაშ

გამოგონების გამოყენების წახალისება

საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი იურიდიული და ფიზიკური პირის მიერ გამოგონების, სასარგებლო მოდელის ან სამრეწველო ნიმუშის წარმოებაში გამოყენების შედეგად მიღებული მოგება ექვემდებარება შეღავათიან დაბეგვრას. პირებს, რომლებსაც გამოგონების ან სასარგებლო მოდელის პატენტი აქვთ, უფლება ეძლევათ ამ გამოგონების ან სასარგებლო მოდელის ასათვისებლად საჭირო რეკონსტრუქციის, ხელახალი აღჭურვის, მოდერნიზაციის ან ახალი საწარმოს (საწარმოო ერთეულის) ჩამოყალიბების მიზნით ისარგებლონ სახელმწიფო ბანკების შეღავათიანი კრედიტით.
Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9