7
A B C D E F G H I K L M N O P R S T U V W Z
У

გა გე გვ გლ გო გრ გუ
გად გავ გაზ გალ გამ გან გარ გას გაუ გაფ გაქ გაყ გაშ

გამოგონების მრავალმუხლიანი ფორმულა

გ. მ. ფ. გამოიყენება არსებითი ნიშნების ერთობლიობით ისეთი ერთი გამოგონების დასახასიათებლად, როდესაც ობიექტის სამართლებრივი ფარგლების დასაზუსტებლად აუცილებელია იმ ნიშანთა მითითებაც, რომლებიც მოცემულ გამოგონებას ახასიათებს კერძო შემთხვევებში მისი შესრულების, გამოყენების, განვითარების და დაზუსტების თვალსაზრისით. მრავალმუხლიანი ფორმულა, რომელიც ახასიათებს ერთ გამოგონებას, შეიცავს ერთდამოუკიდებელ მუხლს და დანარჩენ მასზე დამოკიდებულ მუხლებს.

მრავალმუხლიანი ფორმულა, რომელიც ახასიათებს გამოგონებათა ჯგუფს და შეიცავს რამდენიმე დამოუკიდებელ მუხლს, რომელთაგან თითოეული ახასიათებს ამ ჯგუფის ერთ-ერთ გამოგონებას. მრავალმუხლიანი ფორმულა უფრო გასაგებს ხდის გამოგონებას, მისი დაცვის ფარგლებს. დამოკიდებული მუხლების დაუსაბუთებელი ზრდა დაუშვებელია.

Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9