7
A B C D E F G H I K L M N O P R S T U V W Z
У

გა გე გვ გლ გო გრ გუ
გად გავ გაზ გალ გამ გან გარ გას გაუ გაფ გაქ გაყ გაშ

გამოგონების რეფერატი

ბიბლიოგრაფიული ინფორმაციის მონაცემი, რომელიც მოყვანილია საპატენტო დოკუმენტაციის პირველ გვერდზე. გამოგონების არსის მოკლე აღწერა მისი დანიშნულებისა და მიღწეული შედეგის ჩვენებით.

იგი წარმოადგენს გამოგონების აღწერილობისა და გამოგონების ფორმულის პუნქტების შინაარსის ერთგვარ რეზიუმეს და ისეთნაირად უნდა იქნეს შედგენილი, რომ შესაძლებელი იყოს ტექნიკური პრობლემის გაგება. რეფერატის ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 1000 ნაბეჭდ ნიშანს, რეფერატს შეიძლება ერთვოდეს აგრეთვე ნახახიც ან ქიმიური ფორმულა, თუ გამოგონება ეხება ქიმიის დარგს. გამოგონების რეფერატი ქვეყნდება “საქპატენტის? ოფიციალურ ბიულეტენში ნახაზებთან ერთად. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საპატენტო დოკუმენტებში შეტანილი ინფორმაციის საერთაშორისო ურთიერთგაცვლაში, გამოგონების უცხო ენაზე გადათარგმნის გაადვილებისათვის.

Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9