გამოგონების განაცხადის ყველა საბუთის გაფორმება იწყება ცალკე ფურცლიდან; თითოეული ფურცელი გამოიყენება მხოლოდ ერთი მხრიდან. პწკარები, ფურცლის მცირე გვერდის პარალელურად უნდა განლაგდნენ; ფურცელი უნდა იყოს თეთრი ფორმატის, ზომით 210X297, მარცხნივ – 20 მმ., მარჯვნივ – 10 მმ. მინდვრის დატოვების გათვალისწინებით; ფურცელი ინომრება არაბული ციფრებით გამჭოლი ნუმერაციით.
დაწყებული პირველი გვერდიდან; საბუთები იბეჭდება შავი ფერის შრიფტით; აღწერილობის, ფორმულის და რეფერატის ტექსტი იბეჭდება 2 ინტერვალით. გრაფიკული სიმბოლოები, ლათინური დასახელებები, ლათინური და ბერძნული ასოები, მათემატიკური და ქიმიური ფორმულები შეიძლება ჩაიწეროს შავი ფერის მელნით. პასტით ან ტუშით. დაუშვებელია ფორმულების შერეულად – საბეჭდი მანქანითა და ხელით ჩაწერა.