გამოგონების აღწერილობაში და ფორმულაში დაცული უნდა იყოს ტერმინოლოგიის ერთიანობა. ტერმინები და აღნიშვნები, რომლებსაც ლიტერატურაში ფართო გამოყენება არა აქვს, ტექსტში პირველი ხმარებისთანავე უნდა განიმარტოს. ყველა პირობითი ნიშანი იშიფრება.
ფიზიკური სიდიდეების ერთეულები უნდა შეესაბამებოდეს მოქმედ ერთეულთა საერთაშორისო სისტემის ერთეულებს. აღწერილობის ტექსტი არ უნდა შეიცავდეს საზოგადოებრივი წესრიგის და მორალის საწინააღმდეგო გამოთქმებს, აგრეთვე სხვისი გამოგონებების მიმართ უპატივცემულო გამონათქვამებს.