ფორმალურ მოთხოვნებზე ექსპერტიზის დროს მოწმდება: არის თუ არა გამოგონების განაცხადის დოკუმენტაცია გამოგონების შესახებ დებულების, გაფორმებისა და წარდგენის წესების შესაბამისად შედგენილი.
მიეკუთვნება თუ არა იგი სამართლებრივი დაცვის ობიექტს; არის თუ არა გათვალისწინებული გამოგონების ერთიანობის მოთხოვნები; არის თუ არა დაცვითუნარიანი ობიექტი. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ განმცხადებელს ეგზავნება: გადაწყვეტილება განაცხადის დაბრუნებაზე; შეტყობინება-მოთხოვნა დამატებითი მასალების წარმოდგენის თაობაზე ან შეტყობინება განაცხადის განსახილველად მიღებაზე.
Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)