საპატენტო განაცხადის ნაწილი, რომლის ძირითადი დანიშნულებაა განსაზღვროს გამოგონების დაცვის ფარგლები. მხოლოდ გ. ფორმულას გააჩნია იურიდიული მნიშვნელობა. დანარჩენი საგანაცხადო მასალა მხოლოდ გამოგონების არსის და ფორმულის ასახსნელად გამოიყენება.
გ. ფ. განცხადებული ობიექტის მოკლე სიტყვიერ დახასიათებას წარმოადგენს, რომელიც გარკვეული წესის მიხედვით უნდა იქნეს შედგენილი. იგი მჭიდროდ (არსობრივად) უნდა იყოს დაკავშირებული გამოგონების აღწერილობასთან. გ. ფ. შედგება ერთი ან რამდენიმე მუხლისაგან (პუნქტისაგან).
Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)