მუხლი, რომელშიც მოყვანილი უნდა იქნეს ნიშნები, რომლებიც გამოგონებას ახასიათებს კერძო შემთხვევაში, მისი შესრულების კონკრეტული ფორმების ან განსაკუთრებულ პირობებში მისი გამოყენების თვალსაზრისით. იგი უნდა შეიცავდეს გამოგონების დანიშნულების ამსახველი გვარეობითი ცნების შემოკლებულ ფორმულირებას იმასთან შედარებით, რომელიც მოცემულია დამოუკიდებელ მუხლში.
იმ შემთხვევაში, როცა დამოკიდებული მუხლი ექვემდებარება ფორმულის რამდენიმე მუხლს, მაშინ მათზე მინიშნებისას უნდა მიეთითოს ალტერნატივაზეც.
დამოკიდებული მუხლი შეიძლება ექვემდებარებოდეს შესაბამის დამოუკიდებელ მუხლს უშუალოდ ან ირიბად. გ. ფ. დ. მ. უშუალოდ ექვემდებარება დამოუკიდებელს, თუ გამოგონების კერძო შემთხვევაში შესრულების ან განხორციელების აღწერისას, ამ მუხლში მოცემულ ნიშნებთან ერთად საკმარისია მხოლოდ ფორმულის დამოუკიდებელ მუხლში მოცემული ნიშნები. გ. ფ. დ. მ. გამოიყენება სამართლებრივი დაცვის ფარგლების დასაზუსტებლად.