მუხლი, რომელიც განსაზღვრავს გამოგონების სამართლებრივი დაცვის ფარგლებს. მასში მოყვანილი უნდა იქნეს ისეთ არსებით ნიშანთა ერთობლიობა, რომელთაგან თითოეული მათგანი აუცილებელია, ხოლო ყველა ერთად კი საკმარისი საგამომგონებლო იდეის ობიექტში განსახიერების უზრუნველსაყოფად.
მუხლი უნდა შედგებოდეს შემომფარგვლელი და განმასხვავებელი ნაწილებისაგან. შემომფარგვლელ ნაწილში მოიყვანება ისეთი არსებითი ნიშნები, რომლებიც ემთხვევა ტექნიკის დონისათვის ცნობილი ობიექტების ნიშნებს, მითითებული უნდა იყოს აგრეთვე გამოგონების დანიშნულების ამსახველი გვარეობითი ცნება.
განმასხვავებელ ნაწილში კი ისეთი არსებითი ნიშნები, რომლებიც განასხვავებს გამოგონებას პროტოტიპისაგან (ე. ი. გამოგონების ახალი ნიშნები), ფორმულა არ დაიყოფა შემომფარგვლელ და განმასხვავებელ ნაწილებად თუ იგი ახასიათებს: ინდივიდუალურ შენაერთს; მიკროორგანიზმების შტამს; მცენარეთა და ცხოველთა ქსოვილის კულტურებს; ადრე ცნობილი მოწყობილობის, ხერხის, ნივთიერების, შტამის ახალი დანიშნულებით გამოყენებას; გამოგონებას, რომელსაც არ გააჩნია ანალოგები.