გ. ფ. შ. იწყება მუხლის შედარებით ზოგადი ნაწილით, შემდეგი მუხლები ასახავენ სულ უფრო კერძო მომენტებს. მუხლების შედგენა სრულდება ტექნიკური ტერმინების გამოყენებით და არ უნდა შეიცავდეს რაიმე მინიშნებებს კომერციულ უპირატესობაზე. ამ უკანასკნელის მოყვანა შეიძლება აღწერილობაში, მაგრამ დაუშვებელია ფორმულისათვის. ფორმულა შეიძლება შედგებოდეს ერთი ან რამდენიმე მუხლისაგან.
მრაგალმუხლიანი ფორმულა უნდა შეიცავდეს ერთ მთავარ (დამოუკიდებელ) და სხვა (ერთს მაინც) დამოკიდებულ მუხლებს. ფორმულა გადმოიცემა ერთი წინადადების სახით. მასში შეიძლება ქიმიური და მათემატიკური ფორმულების გამოყენება.
გამოგონების ფორმულის პირველ მუხლში წარმოდგენილი უნდა იქნეს მხოლოდ არსებითი ნიშნები. მომდევნო მუხლებში შეიძლება გადმოცემული იქნეს დამატებითი ნიშნები. შემთხვევითი ნიშნების მოყვანა ფორმულაში საჭირო არ არის. ხერხის ფორმულა გადმოცემული უნდა იქნეს ზმნის საწყისი ფორმით (ინფინიტივი. მაგ., ცხელდება, ტენიანდება და ა. შ.). გამოგონების ფორმულას ხელს აწერს ავტორი (განმცხადებელი) ან მისი უფლებამოსილი პირი. გამოგონების ფორმულით ხდება გამოგონების ზუსტი განსაზღვრა.