გამოგონების ავტორს განაცხადის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე უფლება აქვს გამოგონებას მიანიჭოს თავისი სახელი ან სპეციალური დასახელება. საქართველოს გამომგონებელთა საზოგადოების შუამდგომლობის საფუძველზე განმცხადებელი შეიძლება გათავისუფლდეს საფასურის გადახდისაგან, გარდა პატენტის ძალაში შენარჩუნების წლიური საფასურისა.
გამოგონების, სასარგებლო მოდელის ან სამრეწველო ნიმუშის ავტორებისათვის სხვა შელავათები და პრივილეგიები რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)