ენციკლოპედიების, ენციკლოპედიური ლექსიკონების, მეცნიერული ნაშრომების, პერიოდული და ერთმანეთის გამგრძელებელი კრებულების, გაზეთების, ჟურნალებისა და სხვა პერიოდული გამოცემების გამომცემლებს ეკუთვნით ნაწარმოებების გამოყენების განსაკუთრებული უფლება. გამომცემელს უფლება აქვს ასეთი ნაწარმოების ნებისმიერი გამოყენებისას მიუთითოს თავისი სახელი ან მოითხოვოს ასეთი მითითება.
ასეთ ნაწარმოებში შესული ნაწარმოებების ავტორებს უნარჩუნდებათ თავიანთი ნაწარმოებების გამოყენების განსაკუთრებული უფლება თუ საავტორო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.