7
A B C D E F G H I K L M N O P R S T U V W Z
У

გა გე გვ გლ გო გრ გუ
გად გავ გაზ გალ გამ გან გარ გას გაუ გაფ გაქ გაყ გაშ

გამოცალკევებული განაცხადი

განაცხადი, რომელიც იმეორებს იმავე განმცხადებლის ადრე შეტანილი განაცხადის ნაწილს. გამოცალკევება, როგორც წესი ხდება პირველ განაცხადში გამოგონების (სასარგებლო მოდელის) ერთიანობის დარღვევის გამო.

გამოცალკევებული განაცხადის წარდგენა ხდება მაშინაც, როცა განაცხადის მასალებში წარდგენილი გამოგონების გარდა აღწერილია სხვა სავარაუდო გამოგონება, რომელიც არ აისახა გამოგონების ფორმულაში და არ არის დარღვეული გამოგონების ერთიანობის მოთხოვნა.

პრიორიტეტი გამოცალკევებულ განაცხადზე დგინდება პირველი განაცხადის წარდგენის თარიღიდან, თუ გამოცალკევებულ განაცხადში წარდგენილი სავარაუდო გამოგონება მოცემულია პირველ განაცხადში აღწერილი მისი არსის შეუცვლელად. განაცხადში ერთიანობის მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში განმცხადებელმა 2 თვის ვადაში უნდა შეიტანოს დაზუსტებები.

Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9