განსაკუთრებულ უფლებათა მოპოვებაზე განმცხადებლის მიერ საპატენტო უწყებაში წარდგენილი საბუთების ერთობლიობა. განაცხადის შეტანა “საქპატენტში” ხდება ავტორის ან მისი უფლებამონაცვლის მიერ. განაცხადი მიღებულად ითვლება, თუ იგი შეიცავს სამრეწველო საკუთრების ობიექტზე დადგენილი წესით განსაზღვრულ, სწორად გაფორმებულ აუცილებელ დოკუმენტებს.
Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)