7
A B C D E F G H I K L M N O P R S T U V W Z
У

გა გე გვ გლ გო გრ გუ
გად გავ გაზ გალ გამ გან გარ გას გაუ გაფ გაქ გაყ გაშ

განაცხადი გამოგონებაზე

განაცხადი გამოგონებაზე ან სასარგებლო მოდელზე უნდა შეიცავდეს: დადგენილი ფორმის განცხადებას, რომლებშიც მითითებული უნდა იყოს გამოგონების, სასარგებლო მოდელის ავტორი და ის პირი, რომლის სახელზეც მოითხოვება პატენტი, მათი მისამართების ჩვენებით; გამოგონების ან სასარგებლო მოდელის აღწერილობას, სადაც სრულად იქნება გაშუქებული გამოგონების ან სასარგებლო მოდელის ობიექტის არსი; გამოგონების, სასარგებლო მოდელის ფორმულას; ნახაზებს თუ იგი აუცილებელია; რეფერატს; საფასურის გადახდის დამადასტურებელ საბუთს. განაცხადი მხოლოდ ერთ გამოგონებას ან სასარგებლო მოდელს უნდა ეხებოდეს.

თუ აღწერილობაში ერთზე მეტი ობიექტია წარდგენილი, მაშინ დასაშვებია პირველი განაცხადის გაყოფა ორ ან მეტ დამოუკიდებელ განაცხადად. დასაშვებია ერთ განაცხადში ორი ან მეტი დამოუკიდებელი გამოგონების წარდგენა, თუ კი მათ ერთი საგამომგონებლო იდეა აერთიანებთ.

Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9