7
A B C D E F G H I K L M N O P R S T U V W Z
У

გა გე გვ გლ გო გრ გუ
გად გავ გაზ გალ გამ გან გარ გას გაუ გაფ გაქ გაყ გაშ

განაცხადი მიკროორგანიზმის შტამზე

განაცხადს მიკროორგანიზმის შტამზე თან უნდა ერთვოდეს შტამის დეპონირების დოკუმენტი. დეპონირების მოწმობა უნდა შეიცავდეს:კოლექციის დასახელებას და მისამართს; მადეპონირებელი ორგანიზაციის სახელწოდებას და მისამართს; ამოსაცნობ ნიშანს, რომელიც ენიჭება შტამს დეპოზიტორის მიერ (ნომერი, სიმბოლო და ა. შ.); შტამის დეპონირების თარიღს; სარეგისტრაციო ნომერს, რომელიც ენიჭება კოლექციის დეპონირებულ შტამს; იმ პირის ხელმოწერას, რომელიც უფლებამოსილია წარადგინოს კოლექცია და გერბიანი ბეჭედი.

ანალოგიური შინაარსისაა მცენარეთა და ცხოველთა უჯრედების კულტურებისათვის წარდგენილი დეპონირების დოკუმენტიც.

Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9