7
A B C D E F G H I K L M N O P R S T U V W Z
У

გა გე გვ გლ გო გრ გუ
გად გავ გაზ გალ გამ გან გარ გას გაუ გაფ გაქ გაყ გაშ

განაცხადი სამრეწველო ნიმუშზე

დოკუმენტების ერთობლიობა, რომლის რეგისტრაციაც სამრეწველო ნიმუშის დაცვის შესაძლებლობას იძლევა. განაცხადში წარდგენილი უნდა იქნეს:

განცხადება პატენტის მოთხოვნაზე;

სამრეწველო ნიმუშის აღწერილობა;

სამრეწველო ნიმუშის ფოტოსურათების კომპლექტი ან სამრეწველო ნიმუშის მიხედვით დამზადებული პროდუქტის ერთი ეგზემპლარი;

სამრეწველო ნიმუშის დასახელება მისი განმასხვავებელი ნიშნების ჩვენებით.

განაცხადი უნდა შეიცავდეს აგრეთვე საერთო ხედის ნახაზს ან ნაკეთობის გამთლიანების პრინციპულ სქემას;

თარგის ნახაზებს (მრუდთარგებს);

ნაკეთობის ნახატის განმეორებად ფრაგმენტს (რაპორტს);

საკონფექციო რუკას;

გამოფენის ადმინისტრაციის ან ორგკომიტეტის მიერ გაცემულ ცნობას, თუ მოითხოვება საგამოფენო პრიორიტეტი;

განაცხადში აგრეთვე მითითებული უნდა იქნეს, თუ რა სახის პროდუქციისათვის იქნება გამოყენებული ეს სამრეწველო ნიმუში და საერთაშორისო კლასიფიკაციის რომელ კლასს განეკუთვნება იგი;

ავტორის (ავტორების) ან მათი უფლებამონაცვლის სახელსა და გვარს, მისამართს, თუ განაცხადი შემოტანილია პატენტრწმუნებულის მეშვეობით.

მაშინ განაცხადს თან უნდა ერთვოდეს განმცხადებლის მიერ უფლებამოსილების გადაცემის წერილობითი დასაბუთება (მინდობილობა) პატენტრწმუნებულზე;

საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

განაცხადი სამრეწველო ნიმუშზე უნდა ეხებოდეს ერთ სამრეწველო ნიმუშს, იგი შეიძლება მოიცავდეს ერთ ან მრავალ ნიმუშს იმ პირობით, რომ ერთდროულად განცხადებული ნიმუშები შეადგენს ნაკეთობების ერთგვაროვან სერიას და განეკუთვნებიან სამრეწველო ნიმუშების ერთ კლასს საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით.

ბრტყელ (ორგანზომილებიან) კომპოზიციან ნაკეთობებზე წარდგენილ განაცხადს ნახაზები და სქემები არ ერთვის, ხოლო ფოტოსურათი გადაღებული უნდა იქნეს გაშლილ მდგომარეობაში და იძლეოდეს კომპოზიციის მთლიანობაში წარმოდგენის საშუალებას.

Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9