7
A B C D E F G H I K L M N O P R S T U V W Z
У

გა გე გვ გლ გო გრ გუ
გად გავ გაზ გალ გამ გან გარ გას გაუ გაფ გაქ გაყ გაშ

განაცხადი სასაქონლო ნიშანზე

განმცხადებლის (ფიზიკური ან იურიდიული პირის) მიერ სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მოპოვების მიზნით წარდგენილი საბუთების ერთობლიობა, რომლითაც მოითხოვება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია. სასაქონლო ნიშანზე რეგისტრაციის მოთხოვნის განაცხადში დაწვრილებით უნდა იყოს მოყვანილი მონაცემები განმცხადებელზე.

მისი სრული სახელი და გვარი, აგრეთვე დაზუსტებული საფოსტო მისამართი, სასაქონლო ნიშნის გამოსახულება, საქონლის ან მომსახურების ჩამონათვალი. რომლისთვისაც განკუთვნილია ნიშანი თუ განმცხადებელს წარმოადგენს მისი ნდობით აღჭურვილი პირი, მაშინ უნდა აღინიშნოს მისი სრული სახელი და საფოსტო მისამართი.

თუ განმცხადებელი მუდმივად არ ცხოვრობს საქართველოში, მაშინ განაცხადის წარდგენა ხდება საქართველოს მოქალაქის – პატენტრწმუნებულის მიერ. სასაქონლო ნიშნის გამოსახულება მოცემული უნდა იყოს ისეთი ფორმით, რომ შეიძლებოდეს მისი რეპროდუცირება. საქონლის ან მომსახურების ჩამონათვალი უნდა იყოს რაც შეიძლება სრული. განაცხადი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თაობაზე შეიტანება “საქპატენტში”, იგი შესრულებული უნდა იქნეს ქართულ ენაზე.

განაცხადი სასაქონლო ნიშანზე უნდა ეხებოდეს მხოლოდ ერთ სასაქონლო ნიშანს და უნდა შეიცავდეს:

ა) დადგენილი ფორმის განაცხადს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თაობაზე.

ბ) სასაქონლო ნიშნის აღწერილობას და ფოტოპირს.

გ) კოლექტიური ნიშნის წესდებას, თუ განაცხადი შეტანილია კოლექტიურ ნიშანზე.

დ) საქონლის და/ან მომსახურების ნუსხას, რომელთა ინდივიდუალიზაციისათვისაც არის განკუთვნილი სასაქონლო ნიშანი, ამასთან, ის უნდა იყოს კლასიფიცირებული სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციისათვის განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით.

ე) საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თაობაზე შეტანილ განაცხადზე საქპატენტი ატარებს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზასა და არსობრივ ექსპერტიზას. თუ გადაწყვეტილება სასაქონლო ნიშანზე შეტანილი განაცხადის თაობაზე დამოკიდებულია სხვა, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე განხილვის შედეგებზე, შედარებით გვიანდელი განაცხადის განხილვა შეიძლება შეჩერდეს უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე განაცხადზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.

განაცხადი შეიძლება უკან დაუბრუბდეს განმცხადებელს, თუ განაცხადის მასალებს აკლია დადგენილი ფორმით გაფორმებული განაცხადი, თუ არ არის წარმოდგენილი ფოტოპირი და სხვ. განმცხადებელს უფლება აქვს მოითხოვოს განაცხადის გაყოფა ორ ან რამდენიმე განაცხადად იმ საქონლის და/ ან მომსახურების განაწილებით, რომელიც ჩამოთვლილი იყო პირველ განაცხადში. გამოყოფილი განაცხადის პრიორიტეტი დგინდება პირველი განაცხადის შეტანის თარიღიდან.

თუ ერთი და იგივე სასაქონლო ნიშანზე შეტანილია რამდენიმე განაცხადი სხვადასხვა პირის მიერ, რომელთაგან ერთ-ერთი არის ამ ნიშნის ადრინდელი მფლობელი, მაშინ უპირატესი უფლება აღნიშნული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე. ენიჭება ამ უკანასკნელს.

თუ სარეგისტრაციოდ წარდგენილი განცხადებული სასაქონლო ნიშანი აკმაყოფილებს კანონის და წესის ყველა მოთხოვნას, მაშინ მასზე გამოიტანება დადებითი გადაწყვეტილება და გაიცემა მოწმობა.

Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9