განმცხადებელს უფლება აქვს: მოითხოვოს საკუთარი განაცხადის განხილვის შეჩერება” ექსპერტიზის ნებისმიერ ეტაპზე დადგენილი ვადით; განაცხადის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე გამოითხოვოს განაცხადი; ექსპერტიზის ჩატარებისას შეასწოროს. შეავსოს ან დააზუსტოს განაცხადის მასალები, იმ პირობით, რომ ეს არ გამოიწვევს განაცხადის საგნის ცვლილებას; დადგენილი წესით გაასაჩივროს ექსპერტიზის გადაწყვეტილება, პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით მიიღოს მონაწილეობა საჩივრის განხილვაში; დაყოს წარდგენილი განაცხადი მასში შემავალ ნაწილებად გამოცალკევებული განაცხადის წარდგენით; გარდაქმნას განაცხადი გამოგონებაზე განაცხადად სასარგებლო მოდელზე და პირიქით.
Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)