მოძველებული კანონის გაუქმება უსარგებლოობის ან დროის მოთხოვნილებებთან შეუსაბამობის გამო. კანონის გაუქმება შეიძლება მოხდეს თვით აბროგაციის – ახალი კანონით ძველის მთლიანი შეცვლის; დეროგაციის – ძველი კანონის ნაწილობრივი გაუქმების; ობროგაციის – ძველ კანონში აუცილებელი ცვლილებების შეტანის; სუბროგაციის – ძველ კანონში დამატებების საშუალებით.
Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)