განსაკუთრებულ უფლებათა გადაცემის საავტორო ხელშეკრულება, როდესაც ავტორი ან საავტორო უფლებათა სხვა მფლობელი უთმობს განსაკუთრებულ უფლებას გამოიყენოს ნაწარმოები განსაზღვრული საშუალებითა და ხელშეკრულებით დადგენილ ფარგლებში მხოლოდ იმ პირს (ლიცენზიატს), რომელსაც ეთმობა ეს უფლებები და აძლევს მას უფლებას აკრძალოს ნაწარმოების ამგვარი გამოყენება სხვა პირთა (მათ შორის ავტორის) მიერ.
ნაწარმოების სხვა პირთა მიერ გამოყენების აკრძალვის უფლება შეიძლება განახორციელოს ავტორმა, თუ ლიცენზიატი არ ახორციელებს ამ უფლების დაცვას. განსაკუთრებული ლიცენზიის შემთხვევაში ავტორს უნარჩუნდება ასეთი ნაწარმოების გამოყენების უფლება, თავისი ნაწარმოებების მხოლოდ და მხოლოდ სრული კრებულების გამოქვეყნებისას, თუ განსაკუთრებულ უფლებათა გადაცემის შედეგად ნაწარმოების გამოქვეყნებიდან გავიდა 5 წელი.
ამასთანავე, ავტორს არა აქვს უფლება გამოიყენოს ასეთი ნაწარმოებები სრული კრებულისაგან დამოუკიდებლად.