დაპატენტებული პროდუქტის იმპორტირება პატენტმფლობელის ნებართვის გარეშე ჩაითვლება განსაკუთრებულ უფლებათა დარღვევად, გარდა იმ შემთხვევებისა: როცა იმპორტირება ხორციელდება იძულებითი ლიცენზიით; მთავრობის ნებართვით საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, თუ პროდუქტის იმპორტირება გამიზნულია სამეცნიერო მიზნებისათვის და თუ გამოიყენება ქვეყნის გავლით, ტრანზიტით მიმავალ სატრანსპორტო საშუალებებში.
Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)