7
A B C D E F G H I K L M N O P R S T U V W Z
У

გა გე გვ გლ გო გრ გუ
გრა გრი გრო

გრაფიკული გამოსახულებები

განაცხადში წარდგენილი გრაფიკული მასალების გამოსახულებები უნდა იყოს შესრულებული მკვრივ, თეთრ და სწორ ქაღალდზე შავი მკაფიო ხაზებით და შტრიხებით, დაუშვებელია მასალების რეტუშირება და გაფერადება. ნახაზი სრულდება რაიმე წარწერისა და ზომების ჩვენების გარეშე. დასაშვებია ნახაზის მართკუთხა და აქსონომეტრიული გეგმილების გამოყენება.

სქემის სახით წარმოდგენილი გამოსახულების დროს გამოიყენება სტანდარტიზებული პირობითი გრაფიკული აღნიშვნები. ფოტოსურათის ფორმატი არ უნდა აღემატებოდეს განაცხადის საბუთების ფურცლების დადგენილ ზომებს. მოცულობითი სასაქონლო ნიშანი უნდა შედგებოდეს ორგანზომილებიანი გრაფიკული ან ფოტოგრაფიული გამოსახულებისაგან.

Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9