პირობა, რომელიც უზრუნველყოფს წარმატებას; საწინდარი; კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება. ნაწარმოების გამოყენების ხელშეკრულებაში გარანტია იდება წერილობითი ფორმით და საავტორო უფლების მფლობელისაგან იმის საწინდარია, რომ ის ნაწარმოები, რომელიც ხელშეკრულების საგანია, წარმოადგენს ორიგინალურ ქმნილებას, აგრეთვე ის, რომ არავის სხვას არ შეუძლია იქონიოს პრეტენზია ავტორობაზე და არავის არ გადაეცეს არავითარი (ხელშეკრულებაში მითითებული) უფლებები, გარდა ხელშეკრულებაში მითითებული პირისა.