–საქონლის ან მომსახურების რეალიზაციის გაზრდისაკენ მიმართული ღონისძიებები. გ. ს. არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აქტია მაშინ, როდესაც იგი წარმოადგენს ფსიქოლოგიურ ზეწოლას მომხმარებელზე, როდესაც შეიძლება მომხმარებლის ყურადღების გადატანა საქონლის ან მომსახურების ძირითადი თვისებებიდან და ამით იგი იძულებული ხდება შეიძინოს საქონელი, რომელიც ან არ სჭირდება, ან არ არის დახარჯული ფულის ტოლფასი.
ასეთ აქტებს ადგილი აქვს ძირითადად მარკეტინგის სპეციალურ მეთოდებში. მაგ., სარეკლამო კამპანია, უფასო საჩუქრების დარიგება, შეღავათების მიცემა, თამაშების, ლატარიის, კონკურსების ჩატარება მიმზიდველი პრიზებით, ფასების დროებითი დაკლება და სხვა.
აგრეთვე ისეთი ქმედებები, როდესაც სარეკლამო მიზნებისათვის გამოიყენება მომხმარებლის მიდრეკილება აზარტული თამაშებისაკენ.