დეკორატიული ხელოვნების დარგი, რომელსაც სააგიტაციო-პოლიტიკური და დეკორატიული დანიშნულება აქვს. შენობათა, ნაგებობათა, მუზეუმებისა და საგამოფენო ექსპოზიციების, დღესასწაულებისა და დემონსტრაციების, სახალხო სასეირნო ადგილების, ვიტრინების, საყოფაცხოვრებო საგნებისა და სხვ. მხატვრული გაფორმება.
გაფორმებით ხელოვნებაში გამოიყენება არქიტექტურის, სახვითი და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების საშუალებები, ფოტოგრაფია, აპლიკაცია, დროშები, დეკორატიული მცენარეები და ა. შ.