ნაწარმოების ორიგინალობა ნიშნავს, რომ იგი არის ავტორის საკუთარი ქმნილება, არ არის გადმოღებული სხვა ნაწარმოებიდან არც მთლიანად და არც არსებითად. ორიგინალობის მოთხოვნა ეხება ნაწარმოების როგორც შინაარსს, ასევე მისი გამოხატვის ფორმას და არა მხოლოდ იდეებს, ინფორმაციას ან მეთოდებს განხორციელებულს ნაწარმოებში.
გადამუშავებული ნაწარმოების შემთხვევაში ორიგინალობა გამოიხატება ადრე შექმნილი ნაწარმოების ინდივიდუალური გადამუშავების მეთოდში.