7
A B C D E F G H I K L M N O P R S T U V W Z
У

პა პე პი პლ პო პრ პუ პწ
პალ პან პაპ პარ პას პატ პაუ

პატენტის მიღების უფლება

უფლება, რომელიც ეკუთვნის გამოგონების, სასარგებლო მოდელის, სამრეწველო ნიმუშის ავტორს ან მის უფლებამონაცვლეს. რამდენიმე პირის შემოქმედებითი შრომის შედეგად შექმნილ სამრეწველო საკუთრების ობიექტზე პატენტის მიღების უფლება ეკუთვნის ყოველ მათგანს.

პატენტის მიღების უფლება, ისევე როგორც გაცემული პატენტი, გადადის მემკვიდრეობით. სამსახურებრივ დავალებასთან დაკავშირებით შექმნილ გამოგონებაზე, სასარგებლო მოდელზე, სამრეწველო ნიმუშზე პატენტი ეძლევა ავტორს ან მის უფლებამონაცვლეს. ამ შემთხვევაში იურიდიულ პირს უფლება აქვს:

ა) მარტივ ლიცენზიაზე პრიორიტეტის დღიდან.

ბ) უპირატესი შესყიდვის უფლება პატენტის გასხვისებისას თუ პირი უშუალოდ საგამომგონებლო საქმიანობის შესასრულებლად იყო დაქირავებული, მაშინ პატენტის მიღების უფლება ეკუთვნის იურიდიულ პირს.

თავის მხრივ, ავტორს უფლება ეძლევა დამატებით მიიღოს გამოგონების, სასარგებლო მოდელის ან სამრეწველო ნიმუშის გამოყენების ფარდი გასამრჯელო.

სახელმწიფო დაკვეთით ან ორგანიზაციათა შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს პროცესში შექმნილი სამრეწველო საკუთრების ობიექტზე პატენტის მიღების უფლება განისაზღვრება დაკვეთის ან ხელშეკრულების პირობით.

Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9