7
A B C D E F G H I K L M N O P R S T U V W Z
У

პა პე პი პლ პო პრ პუ პწ
პალ პან პაპ პარ პას პატ პაუ

პატენტუნარიანობის კრიტერიუმები

იმისათვის, რომ გამოგონებაზე, სასარგებლო მოდელზე ან სამრეწველო ნიმუშზე გაიცეს პატენტი, საჭიროა, რომ იგი იყოს პატენტუნარიანი. იგი უნდა აკმაყოფილებდეს სამ ძირითად პირობას (კრიტერიუმს):

1. სიახლეს, ე. ი. ხასიათდებოდეს სიახლით.

2. საგამომგონებლო დონეს, ე.ი. არ იყოს ცნობილი ტექნიკის არსებული დონისათვის, ანუ ცხადად არ გამომდინარეობდეს ტექნიკის არსებული დონიდან. ეს პირობა არ არის საჭირო სასარგებლო მოდელზე და სამრეწველო ნიმუშზე.

3. სამრეწველო გამოყენებადობას, ე. ი. გააჩნდეს უნარი მეურნეობის ნებისმიერ სფეროში მისი მრავალჯერადი დამზადებისა ან სარგებლობისა. სამივე ეს მოთხოვნა წარმოადგენს პატენტუნარიანობის კრიტერიუმებს. პატენტის გასაცემად არსებობს სხვა მოთხოვნებიც, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა.

ერთ-ერთი მათგანი მდგომარეობს იმაში, რომ გამოგონების საგანი უნდა ეკუთვნოდეს ტექნოლოგიის სფეროს, მეორე პირობა კი ის, რომ იგი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საზოგადოების მრწამსს და მორალს.

Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9