სალიცენზიო ხელშეკრულების დადების, ლიცენზიის გაცემის პროცესი. ლიცენზირებით შესაძლებელი ხდება სალიცენზიო ობიექტის გადაცემა გარკვეული დროით და გარკვეული ტერიტორიის ფარგლებში. სასაქონლო ნიშნის ლიცენზირება, ეს არის გამოყენების უფლების სხვა პირისათვის გადაცემა. ლიცენზირება საშუალებას იძლევა გამოყენებული იქნეს სასაქონლო ნიშანი ადრინდელი მფლობელის ქვეყნის საზღვრებს გარეთაც.
სასაქონლო ნიშნის ლიცენზირებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სასაქონლო ნიშნის გარკვეული ხარისხის გარანტიები, აგრეთვე მომხმარებლის მოტყუების თავიდან აცილების პირობები და სხვ. სასაქონლო ნიშნის გამოყენება ლიცენზიატის მიერ ითვლება ამ ნიშნის ლიცენზიარის მიერ გამოყენების ტოლფასად.
სალიცენზიო ხელშეკრულება სასაქონლო ნიშნის შესახებ რეგისტრირდება “ საქპატენტში”. ანალოგიურია გამოგონების ლიცენზირებაც.