7
A B C D E F G H I K L M N O P R S T U V W Z
У

მა მგ მე მზ მთ მი მო მრ მს მტ მუ მფ მყ მც მწ მხ
მეგ მედ მეთ მეკ მელ მემ მენ მეო მეს მეტ მეუ მეფ მექ მეც მეწ

მემკვიდრის უფლება

მემკვიდრეებს უფლება აქვთ განახორციელონ ისეთი პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვა, რომლებიც არ გადადის მემკვიდრეობით. თუ ავტორის მიერ მისი სიცოცხლის განმავლობაში სხვა რამ არ იყო განსაზღვრული,მისი პირადი უფლებებიდან მემკვიდრეებზე გადადის:

1.ნაწარმოებისათვის სხვა ავტორთა ნაწარმოებების დართვის ნებართვის უფლება (ილუსტრაცია, წინასიტყვაობა, ბოლოსიტყვაობა, კომენტარი, განმარტება და ა. შ.). ასეთი უფლება მემკვიდრეებზე გადადის საავტორო უფლების მოქმედების ვადით.

2. უფლება გამოაქვეყნოს გამოუქვეყნებელი ნაწარმოები. ეს უფლება ვადით არ იზღუდება. კანონით მემკვიდრეებზე საავტორო უფლების მოქმედების ვადის ფარგლებში, გადადის საავტორო სამართლის კანონის ფარგლებით გათვალისწინებული ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლებები, თუ ანდერძით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

მემკვიდრედ ყოფნის უფლება წარმოიშობა ჩასახვისთანავე; მისი განხორციელება დამოკიდებულია დაბადებაზე.
Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9