ნაწარმოების, სამეცნიერო შრომის (კვლევის), გამოგონების და ა. შ. შემქმნელი. გამოგონების, სასარგებლო მოდელის, სამრეწველო ნიმუშის, ნაწარმოების ავტორად მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომლის ინტელექტუალური შემოქმედებითი შრომის შედეგად შეიქმნა ინტელექტუალური საკუთრების ესა თუ ის ობიექტი. თუ ობიექტის შექმნაში მონაწილეობდა რამდენიმე ფიზიკური პირი, მაშინ ყველა მათგანი ითვლება ავტორად–თანაავტორად და ამ ობიექტზე ავტორობის უფლებით სარგებლობის წესი განისაზღვრება მათი შეთანხმებით. ავცტორებად არ მიიჩნევიან ის ფიზიკური პირები, რომელთაც არ შეუტანიათ შემოქმედებითი წვლილი ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის შექმნაში. ავტორობა განუსხვისებელი უფლებაა და უვადოდაა დაცული.