7
A B C D E F G H I K L M N O P R S T U V W Z
У

ნა ნე ნი ნო ნუ
ნაბ ნაი ნაკ ნამ ნარ ნას ნატ ნაწ ნახ

ნაწარმოების კვლავწარმოება პირადი მიზნებისათვის

ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის ჰონორარის გადახდის გარეშე, დაშვებულია მართლზომიერად გამოქვეყნებულ ნაწარმოებთა ეგზემპლარების კვლავწარმოება ფიზიკურ პირთა მიერ, მხოლოდ და მხოლოდ პირადი სარგებლობისათვის.

ეს ნორმა არ გამოიყენება:

I. მონაცემთა ბაზის კვლავწარმოებისას,

2. არქიტექტურულ ნაწარმოებთა კვლავწარმოებისას, შენობათა და ანალოგიურ ნაგებობათა ფორმით.

3. კომპიუტერული პროგრამების კვლავწარმოებისას (გარდა სპეციალურად განსაზღვრული პირობებისა).

4. წიგნების (მთლიანობაში), ნოტების ტექსტებისა და სახვითი ხელოვნების ნაწარმოებების რეპროგრაფიული კვლავწარმოებისას.

Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9