აშშ-ს კანონმდებლობაში გამოყენებული ტერმინი. იგი აღნიშნავს სასაქონლო ნიშანს, რომელიც გამოიყენება ერთი ან რამდენიმე პირის (მაგრამ არა ნიშნის მფლობელის) საქონელთან ან მომსახურებასთან დაკავშირებით, მათი წარმოების ადგილის ან ადგილწარმოშობის, დამზადების ხერხის, ხარისხის ან სხვა თვისებების დადასტურების მიზნით. აგრეთვე იმისათვის, რომ დადასტურდეს საქონლის დამზადებაზე გაწეული შრომა ან სამუშაო, ან მომსახურების გაწევა შესრულებული გაერთიანების წევრების ან სხვა ორგანიზაციის მიერ.
Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)